Sunday, March 26, 2017

მე 9 დღე. სასწავლო პროექტზე მუშაობა დასრულდა .
მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები . სამუშაო იყო ძალიან ბევრი.
 ,გადავხედე ბოლო მოდულის შეკითხვებსა და ძირითად საკითხებს, თვალი გადავავლე შემუშავებულ იდეებსა და მასალებს. გავართვით თავი.
  ამ ცხრადღიანმა მეცადინეობებმა  ძალიან ბევრი შემმატა,   მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ საგაკვეთილო  პროცესების დაგეგმვისა და შემდგომ ჩატარების პროცესსში.

Saturday, March 25, 2017

დღე -8      . საკმაოდ შრომატევადი იყო, გადავხედეთ რესურსებს,ტექნოლოგიურ სტანდარტებს, , კიდევ ერთხელ გადავხედეთ ჩვენს ნაშრომს, გადავხედეთ განვლილ ეტაპებს,ყურადღება გადავიტანეთ მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების სტრატეგიებზე, , დავგეგმეთ სასწავლო პროექტის განხორციელების პროცედურები  და შევქმენით მასალები, მოსწავლეების მიერ პროექტზე მუშაობის  პროცესში ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობით.

Tuesday, March 14, 2017

დღე-7

მე 7 დღე.  ამ დღეს შევეცადე  შემექმნა სავარაუდო ნაშრომის ნიმუში, ასევე მასწავლებლის პოზიციიდან გამომდინარე ვეცადე გამეთვალისწინებინა მოსწავლეთა განსხვავებული შესაძლებლობები , ცოდნის დონე და ინტერესები.

დღე-6

მე 6 დღე გავეცანით შეფასების სხვადასხვა რუბრიკას,რომელიც მომცემს საშუალებას შევაფასო პროექტი, მოვახდინო რუბრიკის ადაპტირება.





მე  5 დღეს

ავაგეთ პროექტის მონახაზი ,მოვირგე მოსწავლის როლი. დღე იყო ნაყოფიერი.

Saturday, March 4, 2017

დღე მე- 4.
კარგი დღე იყო ,დავსვით კითხვები , ზოგადი , თემატური შინაარსობრივი.გავეცანით ტექნოლოგიების გამოყენების სხვადასხვა საშუალებებს, რომლებიც დამეხმარებიან სამუშაოს  სწორად წარმართვაში.კმაყოფილო ვარ დღევანდელი დღით.

Friday, March 3, 2017

დღე მე-3 .
რთული დღე იყო , ინფორმაციულად დავიტვირთე, გავეცანით რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხს. იმედს ვიტოვებ რომ გავართმევ თავს მიუხედავად იმისა რომ ბევრი იყო ჩემთვის ახალი.

Sunday, February 26, 2017

დღე 2

დღევანდელი დღე იყო ნაყოფიერი, ჩამოვაყალიბე მთავარი იდეა,მოვახდინე ამ იდეის განსახორციელებლად შესასრულებელი მიმართულები  ტრენერის დახმარებით. გავეცანი პუბლიკაციის ფორმატს.